ქართული რადიოსპექტაკლი 'PRIX EUROPA" - ს საერთაშორისო ფესტივალზე გავა - ინტერვიუ ზურაბ კანდელაკთან
13:39:33     08-07-2015
მწერალი კატო ჯავახიშვილის მოთხრობა „ცხვარი“ რადიოპიესის „ნირვანაში ჩაკარგულების“ საფუძველი გახდა. რადიოპიესა , ასზე მეტ პიესასთან ერთად, 'PRIX EUROPA" ს საერთაშორისო ფესტივალის შესარჩევ ტურში მონაწილეობს. საქართველოში რადიოსპექტაკლის ისტორიასა და სამუშაო პროცესზე ბატონი ზურაბ კანდელაკი გვესაუბრება.
- როგორც ვიცით, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვინც საქართველოში რადიოპიესებს აკეთებს . საიდან წამოვიდა მათი შექმნის იდეა?
- ქართულ რადიოთეატრს დიდი ხნის ისტორია აქვს. მის შექმნაში მონაწილეობდა არაერთი ნიჭიერი შემოქმედი. სწორედ მათ დაწყებულ საქმეს განვაგრძობთ მე და ჩემი კოლეგები. ასე რომ, მე ნამდვილად არ ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც საქართველოში რადიოსპექტაკლებს დგამს. ჯერჯერობით, საქართველოს საზოგადოებრივი რადიოა ერთადერთი მაუწყებელი, სადაც არსებობს რადიოთეატრი. სანამ გიპასუხებთ კითხვაზე, თუ საიდან წამოვიდა რადიოსპექტაკლების შექმნის იდეა, მოკლედ მოგახსენებთ საქართველოს რადიოთეატრის ისტორიის შესახებ და იმ წარმატებებზე, რომლებიც მოვიპოვეთ საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს რადიოს ფონდში დაცული პირველი რადიოდადგმა 1953 წელსაა ჩაწერილი. აქედან გამომდინარე, ქართულ რადიოთეატრს არსებობის 62 წელი შეუსრულდა, თუმცა მანამდე, გასული საუკუნის 30-იან წლებში, რადიოსპეკტაკლები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რუბრიკით „თეატრი მიკროფონთან“.
პირველი ქართული რადიოდადგმები აღსანიშნავია იმით, რომ მასში მონაწილეობდნენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ვერიკო ანჯაფარიძე, შალვა ღამბაშიძე, სერგო ზაქარიაძე, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, აკაკი ვასაძე, სესილია თაყაიშვილი, ელენე ყიფშიძე, კოტე დაუშვილი და იმ თაობის არაერთი ცნობილი მსახიობი.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული რადიოსპექტაკლები ყოველთვის გამოირჩეოდა შესანიშნავად განხორციელებული მხატვრული სახეებით, რაც არაერთხელ აღინიშნეს საერთაშორისო რადიოფესტივალებზე. იმ მსახიობების ჩამოთვლა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს რადიოთეატრის განვითარებას შორს წაგვიყვანს, მაგრამ მაინც განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ეროსი მანჯგალაძის ღვაწლი, რომლის სახელობისაცაა ის სტუდია, სადაც იწერება რადიოპიესები. აგრეთვე , აღსანიშნავია გიზო სიხარულიძის, ზინა კვერენჩხილაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, ირაკლი უჩანეიშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელის, ელენე ყოფშიძის, გიორგი გეგეჭკორის, კოტე მახარაძის, იაკობ ტრიპოლსკის, ტარიელ საყვარელიძის, გურამ საღარაძის, რევაზ თავართქილაძის, ზურაბ ყიფშიძის, ზურაბ ცინცქილაძის, ნინელი ჭანკვეტაძის, რუსუდან ბოლქვაძის, ლევან ბერიკაშვილის, მალხაზ გორგილაძის, ლამზირა ჩხეიძის, ზეინაბ გზირიშვილის, ზაზა ლებანიძის, გივი ჩუგუაშვილის, დარეჯან ხარშილაძის, ლილი და ნანა ხურითების, გოგა გორგასანიძის, თემურ ნაცვლიშვილის, ნიკა წერედიანისა და სხვათა ღვაწლი.
ასევე ფასდაუდებელია რეჟისორების: გურამ მაცხონაშვილის, ვახტანგ მაღლაფერიძის, ბადრი მიქაშავიძის, რედაქტორების: გივი დვალიშვილის, ლამარა კიკილაშვილის, თინა კობალაძის, კაპიტონ(სულიკო) გაწერელიას, შოვინა ქაცარავას, მანანა თევზაძის, ხმის რეჟისორების: ლევან ქიშმიშევის, იაკობ ბობოხიძის, ალექსი(ალიოშა) წერეთელის, ლავრენტი ჭელიძის, ჯემალ პატეიშვილის, ნანა სანდუხაძისა და განსაკუთრებით რომეო ტერ-გრიგორიანის ღვაწლი.
აქვე მინდა დავასახელო ისინი, ვინც უკანასკნელ პერიოდში დადგმული რადიოსპექტაკლების წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. რეჟისორები: ლევან ლორთქიფანიძე, ხათუნა ბედელაძე, ნათია ხოშტარია, მამუკა მაღულარია, ანდრია ვაჭრიძე, მწერალი და რეჟისორი კობა ცხაკაია. ხმის რეჟისორები: გიორგი ცაგარეიშვილი და ბაკო ხვიჩია.
აღსანიშნავია, რომ რადიოთეატრში თითქმის ყველა ცნობილი ქართველი მწერლის ნაწარმოებია გაცოცხლებული და რაც მთავარია, საქართველოს რადიოში შედგა არაერთი ნიჭიერი დრამატურგის დებიუტი.
საქართველოს თეატრი საერთაშორისო ასპარეზზე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გავიდა. 1990 წელს, ჩემმა რადიოპიესამ, `ბევრი რამ ხდება, ჰორაციო~, მოიპოვა მთავარი პრიზი რადიოდადგმების პირველ საკავშირო ფესტივალზე. შემდგომ, ეს პიესა ითარგმნა გერმანულად და მისი კითხვა-განხილვა, გერმანელი მსახიობების მონაწილეობით, შედგა ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში.
1994 წელს ჩემმა რადიოპიესამ, "რეპეტიცია", დაიმსახურა „გრან-პრი”, ხოლო რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე „ოსტანკინოს პრიზი“.
იმავე წელს, ეს რადიოპიესა დაიდგა სლოვენიაში, 1995 წელს გერმანიაში (WDR), 1997 წელს კი, თავის მსმენლებს გააცნო „დოიჩლანდ რადიომ“.
1996 წელს, საქართველოს რადიოსა და გერმანულ რადიოსადგურ WDR-ის მიერ, საუკეთესო რადიოპიესის გამოსავლენად ჩატარებულ ერთობლივ კონკურსში, გაიმარჯვა თამაზ ჭილაძის რადიოპიესამ „სამოთხის კვარტეტი“, რომელიც დადგა გერმანულმა რადიომ.
1996-97 წლებში „რეპეტიცია“ და „კურდღლები“ დაიდგა სლოვაკეთში, 2002 წელს კი ჩემი რადიოპიესა „დაუმთავრებელი პიესა“ დაიდგა იუგოსლავიაში.
1998 წელს, „გამარჯობა, სენიორ პირანდელო“ (ავტორი და რეჟსორი ზ. კანდელაკი), შევიდა "PRIX EUROPA"-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში. ასევე მოხვდა საუკეთესო რადიოპიესების ათეულში „მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი“, 2003 წელს კი, ეს პიესა მე თვითონ დავდგი პოლონეთში.
2005 წელს, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „კუკარაჩას“ მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი, „კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო“, აღინიშნა "PRIX EUROPA"-ს ჟიურის სპეციალური პრიზით.
მე დადგმული მაქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში. ვიყავი რამდენიმე საერთაშორისო რადიოფესტივალის ჟიურის წევრი.
რადიოსპექტაკლები იდგმება თითქმის ყველა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ფესტივალები, ტარდება სხვადასხვა სახის სემინარი, იმართება დისკუსიები.
შევეცდები ავხსნა, თუ რამ გამოიწვია უაღრესად განვითარებული სატელელევიზიო ტექნიკისა და ინტერნეტის ეპოქაში ის, რომ რადიომ გაუძლო კონკურენციას და ზოგიერთთა წინასწარმეტყველების მიუხედავად, განაგრძობს არსებობას.
რადიოთეატრი ხელოვნების დამოუკიდებელი ჟანრია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებები: სიტყვა, მუსიკა და სხვადასხვა სახის (მოქმედების ადგილის განმსაზღვრელი ან აბსტრაქტული – ემოციური ფონის შესაქმნელი) აკუსტიკური ხმები. ამ კომპონენტების კომბინირებით, სადაც აუცილებელი პირველობა ეკუთვნის სიტყვას, ხდება პიესაში ასახული მოქმედების სმენითი აღქმა.
ეს გამომსახველობითი ხერხები, ავტორს ანიჭებს სრულ თავისუფლებას. ის არ არის შეზღუდული დროსა და სივრცეში, შეუძლია გამოიყენოს ყველა ლიტერატურული ხერხი, იქნება ეს ცნობიერების ნაკადი თუ მასალის ორგანიზების ასოციაციური მეთოდი... და კიდევ, რაც მთავარია, მსმენელი, სმენით აღქმური შინაგანი ხედვის და განსაკუთრებით, წარმოსახვით გამოწვეული ემოციური ზემოქმედების შედეგად, ხდება შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილე.
სწორედ რადიოპიესაში გამომხატველობითი ხერხების გამოყენების სრულმა თავისუფლებამ, გამოიწვია ჩვენი დროის გამოჩენილი მწერლებისა და რეჟისორების - სამუელ ბეკეტის, ჰენრიხ ბიოლის, ოჟენ იონესკუს, ბერტოლდ ბრეჰტის, ფრიდრიჰ დიურენმანტის, მაქს ფრიშის, ინგებორ ბახთმანის, ჟან კოკტოს, ჰაინერ მიულერის, ინგმარ ბერგმანის, ორსონ უელსის, ანდრეი ტარკოვსკისა და კიდევ მრავალი ცნობილი შემოქმედის დაინტერესება რადიოპიესებით, რამაც ხელი შეუწყო რადიოთეატრის დამკვიდრებას და განვითარებას.
ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოგახსენეთ, ნათელი უნდა იყოს თუ სად იღებს სათავეს და საიდან მოდის იდეა, რომ საქართველოშიც იყოს განვითარებული ეს ჟანრი.
- რა სირთულეებთანაა დაკავშირებული რადიოპიესების ჩაწერა?
- სირთულეები რადიოსპექტაკლის ჩაწერის თანმდევი პროცესია. უპირველეს ყოვლისა, ესაა მსახიობების დროის დეფიციტი. კარგი მსახიობი ყოველთვის დაკავებულია - რეპეტიციები, სპექტაკლები, სატელევიზიო სერიალები და ა.შ. ჩვენ ხშირად ვიწვევთ სხვადასხვა თეატრის მსახიობებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს აქვთ რეპეტიციები, სპექტაკლები. საჭიროა ჩაწერის თარიღის მათთან შეთანხმება, სცენარის ეპიზოდებად ისე დაყოფა, რომ გათვალისწინებული იყოს მათი განრიგი. ეს ზედმეტ სირთულეებს გვიქმნის მონტაჟის დროს. ჩვენ ვცდილობთ დავაკავოთ ის მსახიობები, რომლებიც მიგვაჩნია , რომ შეეფერება ამა თუ იმ როლს. თუმცა იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ჩვენთვის სასურველ მსახიობზე უარი გვითქვამს. ასევე სირთულეები გვაქვს ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვახერხებთ თვეში ერთი ახალი სპექტაკლის დადგმას.
- რამდენადაა მსმენელი დაინტერესებული თქვენი ნამუშევრებით?
- ჩემი დაკვირვებით, ჩვენი მსმენლები შეიძლებ დავყოთ ორ კატეგორიად - პირველს მიეკუთვნება, ძირითადად, ის ხალხი, ვინც ადრეც უმენდა რადიოდადგმებს და მისი სიყვარული იმ დროიდან მოსდევთ. ისინი უსმენენ რადიოს 102,4 ტალღაზე, ხშირად გვირეკავენ და ზოგჯერ ამა თუ იმ დადგმის მოსმენის სურვილს გამოთქვამენ. მეორე კატეგორიაა ახალი თაობა - ინტერნეტის მომხმარებლები. ჩვენს ვებ-გვერდზე radio1.ge განთავსებულია არა მხოლოდ ჩვენი რადიოსპექტაკლები, არამედ ევროპაში განხორციელებული ქართული პიესები და ის რადიოსპექტაკლებიც, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე შესაძლებელია რადიოსპექტაკლების მოსმენა ცნობილ აუდიოსაინტზე soundcloud.com. ამ საიტის საძიებო სისტემაში ქართული შრიფტით უნდა შეიყვანოთ „რადიოთეატრი“ და იხილავთ ჩვენს ნებისმიერ დადგმას. ძიება შესაძლებელია ავტორის, მსახიობის ან რეჟისორის გვარის მიხედვითაც. ჩვენ დიდი მადლობას ვუხდით რადიოსპექტაკლების კოლექციონერს და დიდ მოყვარულს დავით კიკნაძეს, რომელმაც ატვირთა ეს სპექტაკლები ამ საიტზე.
- რატომ გადაწყვიტეთ , რომ მწერალი კატო ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით დაგედგათ რადიოპიესა და ბერლინალეზე გაგეგზავნათ?
- ევროკავშირისა და ევროპარლამენტის პატრონაჟით, ბერლინში ყოველწლიურად ტარდება ტელე-რადიო ფესტივალი, რომელსაც ეწოდება „PRIX EUROPA“, სადაც ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი და კომერციული ტელე-რადიო კომპანიები მონაწილეობს. რადიოს საკონკურსო პროგრამა სამ კატეგორიადაა წარმოდგენილი : მხატვრული პროგრამა (რადიოსპექტაკლები და რადიოსერიალები), დოკუმენტური პროგრამა და მუსიკალური გადაცემები. ფესტივალი გრძელდება ხუთ დღეს, ამიტომაც თითოეულ კატეგორიაში, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იმართება შესარჩევი ტური. შესარჩევი ეტაპის გავლა საკმაოდ რთულია. მაგალითად, რადიოდრამის კატეგორიაში, ასზე მეტი წარმოდგენილი ნამუშევრიდან, შესარჩევმა კომისიამ უნდა შეარჩიოს ოცი რაიოპიესა.ჩვენ 1996 წლიდან რეგულარულად ვმონაწილეობთ ამ კონკურსში და ჯერჯერობით წარმატებით ვძლევთ შესარჩევ ეტაპს. მონაწილეები რადიოსპექტაკლს ისმენენ ქართულ ენაზე და ინგლისური თარგმნის მეშვეობით იგებენ პიესაში განვითარებულ მოვლენებს. ეს პროცესი ტიტრებიანი ფილმის ყურებას ჰგავს.რაც შეეხება კატო ჯავახიშვილის „ცხვრის“ დადგმას, მე ვარ კატოს პოეზიის მრავალრიცხვოვანი თაყვანისმცემლებიდან ერთ-ერთი. მე მის პოეზიაში მხიბლავს თემის სიმწვავე, სათქმელის თამამად თქმის უნარი და რაც მთავარია, ის ემოციური მუხტი, რომელიც ყოველთვის თან სდევს მის ლექსებს. „ცხვარი“ ინტერნეტში წავიკითხე სამი წლის წინ და მაშნვე გამიჩნდა მისი დადგმის სურვილი, მაგრამ ჯერ საჭირო იყო სცენარის დაწერა. მოთხრობის სხვადასხვა ეპიზოდის ერთმანეთთან დაკავშირება ადვილი არ იყო. აქ დამხმარედ მომევლინა კატოს პოეზია. თემატურად მსგავსი ლექსებით, რომელსაც თვითონ კითხულობდა, მოხერხდა რადიოპიესის კომპოზიციურად გამართვა. დაიდგა რადიოსპექტაკლი, რომელსაც მოთხრობის მსგავსად „ცხვარი“ ერქვა და წარმატებითაც გავიდა ეთერში.
წელს, როდესაც ვფიქრობდი, რომელი სპექტაკლი უნდა წარმედგინა ევროპის პრიზზე, „ცხვარი“ ერთადერთი კანდიდატი იყო. დრო რომ გადის, სხვა თვალით აღიქვამ საკუთარ ნამუშევარს. რამდნჯერმე მოვუსმინე რადიოსპექტაკლს ჩემს კოლეგებთან ერთად და იმ დასკვნამდე მივედით, რომ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა სპექტაკლის წარდგენა საკონკურსო მოსმენაზე, თუ მას ძირფესვიანად გადავაკეთებდით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებოდა სცენარს. მოთხრობა უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე ეს იმ რადიოსპექტაკლში იყო. ახალ სცენარში , უპირველეს ყოვლისა, გამოიკვეთა იდეა, რომ ნიკა, ნატა და ლუკა , უბრალოდ, უსაქმურობის გამო კი არ ეწევიან ჰაშიშს, არამედ ისინი ამით თავიანთ ყოფას აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, ცვლილებები განიცადა ნატასა და ლუკას სახეებმა. კატოს ლექსი ლუკას მივაკუთვნეთ, ამით მისმა დაღუპვამ ტრაგიკული ელფერი შეიძინა. ასევე, მსახიობმა ნიკა წერედიანმა სრულიად ახლებურად წაიკითხა ლუკას დაწერილი მოთხრობა. შევცვალეთ სათაურიც, ჩემი აზრით, „ნირვანაში ჩაკარგულები“ უფრო ნათლად გამოხატავს იმ თაობის ტრაგედიას, რომელსაც პიესის გმირები მიეკუთვნებიან.
- გვიამბეთ სამუშაო პროცესის შესახებ..
- სამუშაო პროცესი სამ ნაწილად იყოფა - მოსამზადებელი პერიოდი, ჩაწერა და მონტაჟი. მოსამზადებელ პერიოდში მიმდინარეობს სცენარზე მუშაობა, როლების განაწილება, მუსიკისა და ხმაურის შერჩევა. „ნირვანაში ჩაკარგულების“ სცენარზე მუშაობის შესახებ ნაწილობრივ გაგეცით პაასუხი წინა კითხვაში. ჩანაწერითაც და მონტაჟითაც კმაყოფილი დავრჩი. ეს მსახიობების : ნიკა წერედიანი, ლილი ხურიტის, დათო ბერაძისა და ხმის რეჟისორის, ბაკო ხვიჩიას დამსახურებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გივი ცუგუშვილის ნამუშევარი. ის ჩვენ ეპოზოდურ როლზე მოვიწვიეთ. სულ რამდენიმე, ოღონდ მნიშვნელოვანი რეპლიკა ჰქონდა სათქმელი, რომელიც ჩვეული ოოსტატობით შეასრულა და ამით რადიოსპექტაკლის ემოციური მხარე საგრძნობლად გააძლიერა. - როგორია მოლოდინი ? - მოლოდინი? არ ვიცი, ძნელი სათქმელია. უპირველესი ამოცანაა შესარჩევი ეტაპის დაძლევა და ფინალურ ეტაპზე გასვლა, რათა ევროპელ კოლეგებს გავაცნოთ კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ავტორის ნაწარმოები. დანარჩენზე 31 აგვისტოს შემდეგ ვიფიქრებ, როდესაც შესარჩევი ტურის შედეგებს გავიგებთ.